პერესი „სიტისთან“ ბრძოლას არ აპირებს
ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ მანჩესტერ „სიტისთან“ ფინანსურ ბრძოლას აზრი არ აქვს.
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის აზრით, თუ ალფონსო დეივისს „ბლანკოსში“ თამაში სურს, მისთვის წლიურად 8.5 მილიონი ევრო სრულიად საკმარისი უნდა იყოს.
„სიტის“ შეთავაზება წელიწადში 13.3 მილიონია, რაც გაცილებით აღემატება მადრიდული შეთავაზებას, თუმცა პერესს ეჭვი არ ეპარება, რომ გვარდიოლას გუნდი შეთავაზებას კიდევ უფრო გაზრდის, თუ საკუთარ ფინანსებს „ბლანკოსიც“ დააკორექტირებს.
დეივისმა „ბლანკოსი“ ავტორიტეტის და პერსპექტივის გამო უნდა აირჩიოს და არა ფულის, სწორედ ეს არის მსოფლიოს საუკეთესო გუნდის პრეზიდენტის მიდგომა, დანარჩენი კი თავად ალფონსოზე იქნება დამოკიდებული, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობთ ივნისში მიიღებს.
- 31 იანვარი 2024
- 1 814
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.