არდა გიულერი მეტ დროს ითხოვს
Confidencial-ის ინფორმაციით, არდა გიულერი მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბს მეტ სათამაშო დროს თხოვს...
თურქი ფეხბურთელი გამოჯანმრთელებულია და მიიჩნევს, რომ მოედანზე 10-15 წუთი გამოჩენა კარგ შედეგებს არ მოიტანს, სწორედ ამიტომ მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს.
არდა ბოლო მატჩებში რამდენჯერმე გამოჩნდა მოედანზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის. თავის მხრივ, არგუმენტები აქვს ანჩელოტისაც აქვს, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა გადამწყვეტი მატჩების დროა და აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზე უნდა გაკეთდეს.
რაც შეეხება ფეხბურთელის იჯარით წასვლას. ესპანური გამოცემების ცნობით, ამ საკითხს მადრიდში არ განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ არდამ ადაპტაცია ესპანეთის დედაქალაქში უნდა გაიაროს და არა სხვა კლუბში.
- 31 იანვარი 2024
- 935
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.