ვილფრიდ მბაპე:„კილიან შენ „რეალში“ მიდიხარ, „პსჟ“ წარსულია“
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს მამა, ვილფრიდ მბაპე ფაქტობრივად ოჯახურ კომფლიქტში შედის...
მბაპეების ოჯახში აშკარად უთანხმოებაა. ვილფრიდი ფიქრობს, რომ მისმა შვილმა სასწრაფოდ უნდა გააკეთოს განცხადება და „რეალში“ განაგრძოს კარიერა, ფაიზა ლამარი კი მაქსიმალურად ცდილობს ფინანსურ სპეკულირებას და დიდი თანხის მიღებას.
ესპანური გამოცემების ცნობით, უფროსმა მბაპემ „პსჟ“-ს შარშანდელი საქციელი არ აპატია, როდესაც გუნდი იაპონურ ტურნეზე ფრანგის გარეშე წავიდა და მბაპეს 2 კვირის განმავლობაში ინდივიდუალური ვარჯიში უწევდა.
„კილიან, შენ „რეალში“ მიდიხარ, „პსჟ“ წარსულია“-სწორედ ეს უთხრა უფროსმა მბაპემ შვილს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „პსჟ“-მ ვარჯიშებზე არ დაუშვა.
როგორც ჩანს, ვილფრიდი „ბლანკოსის“ დიდი მხარდამჭერია და შესაძლოა მისმა პოზიციამ „პსჟ“-ს ლიდერის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
- 31 იანვარი 2024
- 6 148
- 7