დეივისი:„პატივს ვცემ კონტრაქტს, რომელიც „ბაიერნთან“ მაქვს“
ალფონსო დეივისმა დუმილი დაარღვია. კანადელმა ფეხბურთელმა კარიერის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით პირველად ისაუბრა...
„მე პატივს ვცემ კონტრაქტს, რომელიც მიუნხენის „ბაიერნთან“ მაკავშირებს. ვცდილობ, კონცენტრირებული ვიყო და მხოლოდ სეზონზე ვიფიქრო. მომავალზე ვერ ვისაუბრებ მაშინ, როდესაც სეზონის გადამწყვეტი მომენტი ახლოსაა. მე მიყვარს ფეხბურთის თამაში და არა ჭორაობა.“
„4 წლის წინ არავინ მიცნობდა, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ შანსი მომცა და გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.“
„ახლა ვახორციელებ ნაკლებ დრიბლინგს, ნაკლებად ვრისკავ და ასე შემდეგ, მაგრამ გაცილებით უკეთ ვხედავ მოედანს, ვიცი როგორ მოვიქცე კონკრეტულ სიტუაციაში და რა სჭირდება გუნდს მომენტში, როდესაც უჭირს. ვფიქრობ, ძალიან დიდი პროგრესი ვაჩვენე.“
„მომავალზე მაშინ ვისაუბროთ, როდესაც ამის დრო იქნება. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ამ სეზონის წარმატებით დასრულებაა.“
- 31 იანვარი 2024
- 763
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.