ვარანის მადრიდში დაბრუნების პერსპექტივას პერესი ბლოკავს
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი რაფაელ ვარანის „რეალში“ დაბრუნებას მიესალმება, მაგრამ ფლორენტინო პერესს სხვა აზრი აქვს...
გუნდის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ წინ ძალიან მომთხოვნი მატჩები და რთული კალენდარია, „ბლანკოსს“ კი ედერ მილიტაო და დავიდ ალაბა ტრავმირებული ჰყავს, რაც სიტუაციას ძალიან ართულებს.
ანჩელოტის აზრით, რუდიგერის და ნაჩოს იმედზე ყოფნა სწორი არ არის. გასაგებია, რომ მილიტაო 2 თვეში დაბრუნდება, თუმცა მას ფორმაში შესასვლელად კიდევ დასჭირდება დრო.
ფლორენტინო პერესი კი მიიჩნევს, რომ რაფაელ ვარანი მოწოდების სიმაღლეზე აღარ დგას და მანჩესტერიდან მადრიდულ გრანდში დაბრუნების შემთხვევაში, სასურველ დონეს ვერ აჩვენებს, „ბლანკოსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებით აქტივობებს არ გეგმავს.
მიუხედავად, კარლოს სურვილებისა, ფლორენტინო ვარანის პერსპექტივას ბლოკავს.
- 30 იანვარი 2024
- 1 277
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.