იან კოუტო და დეივისი - „რეალი“ აქტიურობას იწყებს!
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ზაფხულში 2 მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორცილებას აპირებს.
დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგები იან კოუტოთი და ალფონსო დეივით უნდა გაძლიერდეს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გადამწყვეტი მომენტი მალე დადგება, ვინაიდან „ბაიერნმა“ ბოლო შეთავაზება გაუკეთა, ხოლო კოუტოს ტრანსფერზე „ბლანკოსი“ „სიტის“ უნდა ესაუბროს, ვინაიდან სწორედ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ფლობს განაპირა მცველის სატრანსფერო უფლებებს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ დაცვის ფლანგების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, სწორედ ამიტომ გუნდი ამ მიმართულებით აუცილებლად იმუშავებს.
- 29 იანვარი 2024
- 759
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.