28 იანვრის ბოლო საათები - მბაპემ „პსჟ“-ს შეტყობინება გაუგზავნა!
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, კვირას, 28 იანვარს, საღამოს საათებში კილიან მბაპემ „პსჟ“-ს შეტყობინება გაუგზავნა.
ფრანგ ფეხბურთელს სურს, რომ „პსჟ“-დან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადოს, სწორედ ამიტომ მას კლუბის ნებართვა სჭირდება, რათა შეირჩეს სასურველი დრო, თარიღი და ფორმატი, რომლის მიხედვითაც წინახაზელი განცხადებას გააკეთებს.
რამონ ალვარეს მონის ინფორმაციით, მადრიდის „რეალში“ მბაპეს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულები არიან და ფლორენტინო პერესმა ეს ტრანსფერი დახურა.
„რეალი“ არაფერს იტყვის იქამდე, სანამ მბაპე ოფიციალურად არ დაადასტურებს პარიზის დატოვებს, ამ ნაბიჯით პერესს სურს პატივისცემა გამოიჩინოს, როგორც ფეხბურთელის, ასევე მისი ამჟამინდელი კლუბის მიმართ.
- 29 იანვარი 2024
- 7 616
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.