"აქ ჩამოსვლა ჩემთვის ადვილი არ იყო"
გერმანელ ფეხბურთელს, მადრიდში ცხოვრება ძალიან უჭირს.
სამი ხედირას პირველი დღეები ესპანეთის დედაქალაქში ძალიან რთული იყო. მან ესპანური ენა არ იცის, რაც მის ადაპტაციას უფრო ართულებს. გერმანელმა იცოდა, რომ მადრიდში ყველაფერი რთულად იქნებოდა, მაგრამ მან გადაწყვიტა სამეფო კლუბის ფეხბურთელი გამხდარიყო და გუნდს დახმარებოდა.
"პირველი დღეები მადრიდში ძალიან გამიჭირდა. როცა აქ ჩამოვედი, ესპანური ენის არცერთი სიტყვა არ ვიცოდი. რეალში გადმოსვლაზე ბევრს ვფიქრობდი, ვიცოდი, რომ აქ თუ გადმოვიდოდი ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ მე უკვე რეალის ფეხბურთელი ვარ და მზად ვარ ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. მე და მესუთ ოზილი ყოველ დღე ვმეცადინეობთ, იმედი მაქვს მალე ყველაფერი კარგად იქნება."
წყარო marca.com
- 3 სექტემბერი 2010
- 1 844
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.