ანჩელოტი:„„ლას პალმასთან“ რთული მატჩი მოვიგეთ“
კარლო ანჩელოტიმ „ლას პალმასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„„ლას პალმასი“ ძალიან კარგი გუნდია, მაღალი დონის მეკარით და შემსრულებლებით. ეს გუნდი გრძნობს ბურთს, აქვს გააზრებული ტაქტიკური მონახაზი და მიზნები. ჩვენ რთულ მატჩს ველოდით და ასეც მოხდა. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ.“
„ცვლილებები ტაქტიკურ გადაადგილებებს და ენერგიის შენარჩუნებას უკავშირდებოდა, სხვა მიზეზები არ არსებობს.“
„სათადარიგო სკამი საკმაოდ ღრმაა, რაც საშუალებას გვაძლევს გუნდის დინამიკა თამაშშივე შევცვალოთ.“
„ჩუამენი გუნდს ნახევარდაცვაში ძალიან ეხმარება, ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ფრანგი ფეხბურთელი სწორად. ის მეორე სართულზეც უნაკლოდ თამაშობს.“
„ნაჩოს გამორჩეული სეზონი აქვს და არ ვფიქრობ, რომ ჩავარდნა დაეწყო. ჩვენ ბოლო მატჩებში გოლები გავუშვით, მაგრამ ეს გუნდური პრობლემები იყო.“
„მოდრიჩის გაბრაზება? ბუნებრივია, რომ მას თამაში სურდა, მაგრამ დაპირისპირების სურათი სხვა საჭიროებებს მოითხოვდა, სწორედ ამიტომ ლუკა არ ვათამაშე, მიზეზი მხოლოდ ეს არის.“
- 28 იანვარი 2024
- 2 075
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.