კლოპი „რეალის“ მწვრთნელად? - რა შემთხვევაში დაინიშნება იურგენი მადრიდში
ესპანური გამოცემების ცნობით, იურგენ კლოპის მადრიდის „რეალში“ დანიშვნის შანსი არსებობს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მოთხოვნა დაკმაყოფილდება...
ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტის გაშვებას არ აპირებს. კონტრაქტი განახლებულია, რომელსაც სამეფო კლუბი პატივს სცემს. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელი სპეციალისტი ესპანეთის დედაქალაქში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
რაც შეეხება კლოპის დანიშვნის შესაძლებლობას. თუ „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელმად ჩაბი ალონსო დაინიშნება და პერესს ანჩელოტის შემდეგ მისი დამატების საშუალება აღარ ექნება, „ბლანკოსი“ კლოპისთვის მართლაც იბრძოლებს.
თუ კლოპი „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ დროებით პაუზას აიღებს, მისი „რეალში“ მოხვედრის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება.
მსგავსი სცენარი გაუმეორებიათ ჟოზე მოურინიოს, ზიდანს, კაპელოს და არაერთ მაღალი რეპუტაციის მწვრთნელს, რომლებმაც ჩათვალეს, რომ კარიერაში მცირეხნიანი პაუზა სჭირდებოდათ.
კლოპმა პირდაპირ თქვა, რომ დაღლილია და დასვენებას საჭიროებს, სწორედ ამიტომ შესაძლოა მართლაც აიღოს მცირე პაუზა.
ამასთან ერთად არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც იურგენის მსურველებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა სპეციალისტმა პრემიერლიგის კლუბები გამორიცხა, „ჩელსი“ მაინც აპირებს აქტიურობას, ასპარეზზე ასევე გამოვლენ „ბაიერნი“, „პსჟ“, „ბარსელონა“ და სხვა გუნდები.
ამ ეტაპისთვის გამოცდილი გერმანელის ბერნაბეუზე დანიშვნა შორი პერსპექტივაა, თუმცა გამორიცხული არაფერია.
- 27 იანვარი 2024
- 2 078
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.