„ატლეტიკო“ მადრიდული დერბის თარიღის შეცვლას ითხოვს
მადრიდის „ატლეტიკო“ „ლა კოპას“ ნახევარფინალს 7 თებერვალს ითამაშებს, სწორედ ამიტომ ენრიკე სერეზოს წარმომადგენლები ლა ლიგას ოფიციალურად მიმართავენ...
„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირება 4 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე არის ჩანიშნული, „როხიბლანკოს“ ხელმძღვანელობას კი სურს, რომ დაპირისპირება შაბათს გაიმართოს, რათა გუნდმა დასვენება და 7 თებერვლის დაპირისპირებისთვის მომზადება შეძლოს.
„ატლეტიკოს“ მეტოქე Copa Del Rey-ზე „ბილბაო“ იქნება.
იმ შემთხვევაში თუ ლა ლიგა მატჩის ჩატარების დროს არ შეცვლის, „ატლეტიკოს“ მატჩიდან მატჩამდე 48 საათი ექნება, რაც მეტისმეტად ცუდად იმოქმედებს ფეხბურთელების კონდიციაზე.
- 26 იანვარი 2024
- 1 966
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.