ანჩელოტი:,,ჩავის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა"
კარლო ანჩელოტიმ „ლას პალმასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი დეტალები მიმოიხილა...
„ძალიან რთული მეტოქე გვყავს. „ლას პალმასმა“ იცის, როგორ იმოქმედოს კონკრეტულ სიტუაციაში, ეს გუნდი დაცვაში ძალიან კარგია და შეტევაში ხშირად ქმნის მრავალფეროვნებას. სერიოზული მიდგომა გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მივაღწევთ.“
„თუ ლა ლიგაში პრობლემები არსებობს, შესაბამისი სტრუქტურები ამ საკითხს სათანადოდ შეისწავლიან, არ ვთქვი, რომ განცხადებები, რომელიც კეთდება სიმართლესთან ახლოს არის.“
„ბელინგემი უნდა შევცვალოთ, მის ნაცვლად მოედანზე ბრაჰიმ დიასი ან ხოსელუ გამოჩნდება.“
„იურგენ კლოპის განცხადება ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. ის დიდი პროფესიონალია, რომელმაც „ლივერპულთან“ ერთად უამრავი ტიტული მოიგო და კლუბისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა.“
„ჩავის სიტყვები? არ მინდა აქ ვისაუბრო იმაზე, რა ვიფიქრე, როდესაც ეს განცხადება მოვისმინე.“
„კურტუა და მილიტაო ხელმისაწვდომები ჯერ არ არიან, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონში მოედანზე ორივე მოთამაშეს ვიხილავთ. მსგავსი სახის ტრავმების მკურნალობას 6-იდან 8 თვემდე სჭირდება.“
„ვინ ითამაშებს ხვალ? „ლას პალმასის“ წინააღმდეგ „რეალის“ კარის უსაფრთხოებაზე ლუნინი იზრუნებს.“
„ნახევარდაცვაში მეტი სიმყარე გვმართებს, გუნდის დაცვას შუა რგოლი ხშირად უნდა დაეხმაროს, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ გავექცევით. წინა დაპირისპირებებში ხშირად ვუშვებდით გოლებს.“
„ბენზემას „რეალში“ დაბრუნება? ამ საკითხია არ გვისაუბრია. გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.“
„ეს კვირა ნაყოფიერი იყო. ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მივეცით, შემდეგ კი ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დავიწყეთ. ვფიქრობ, ახლა გუნდში ყველაფერი რიგზეა და მოთამაშეები გადაღლილობას აღარ განიცდიან.“
„მილიტაოს დაბრუნებაზე სხვას ვერაფერს გეტყვით. ის ძალიან სწრაფად პროგრესირებს, რაც იმედისმომცემია, მაგრამ ახლა კონკრეტულ ციფრებზე საუბარი შეუძლებელია.“
- 26 იანვარი 2024
- 1 871
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.