„ბაიერნმა“ დეივისს ოფიციალურად მიმართა!
გერმანული გამოცემების ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ ალფონსო დეივისს ოფიციალური წინადადებით მიმართა.
„რეკორდმაისტერი“ მზად არის, კანადელ განაპირა მცველს კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე შესთავაზოს, სადაც მისი შემოსავლებიც მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
ეს არის ბოლო წინადადება, რომელიც „ბაიერნმა“ წარმოადგინა. თუ დეივი ახალ კონტრაქტს კიდევ ერთხელ იტყვის უარს, მადრიდის „რეალს“ ყველა გზა გაეხსნება, რადგან კანადელის გაყიდვაზე გერმანული მხარე თავად დაიწყებს მუშაობას.
არსებული ინფორმაციით, ალფონსომ მიუნხელებმა საბოლოო პასუხი მარტის ბოლომდე უნდა უთხრას.
- 26 იანვარი 2024
- 1 268
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.