მარკო ასენსიო კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს?
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-სა და მარკო ასენსიოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ვილემსენი უკვე ღიად აცხადებს, რომ ლუის ენრიკესთან მუშაობას ვერ ახერხებს და მისთვის მიუღებელია მუდმივად სათადარიგო სკამზე ჯდომა.
მარკო არც საფრანგეთის ლიგაში, არც თასზე და არც ჩემპიონთა ლიგაზე არ იღებს სასურველ დროს. მისი პარიზული ოცნებები სულ სხვაგვარი იყო, თუმცა ფაქტია, რომ ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი.
არსებული ცნობით, ლუის ენრიკეს პირადად ჰქონდა აუდიენცია „ბარსელონასთან“, რომელიც ასენსიოს იჯარას განიხილავს, ვინაიდან ფეხბურთელის ყიდვა არ შეუძლია.
ჩავის გუნდი 2024 წლის ზაფხულში ასენსიოს იჯარის წესით და შესყიდვის პერსპექტივით დამატებას განიხილავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ასენსიოს ფასი სატრანსფერო ბაზარზე 25 მილიონ ევრომდეა შემცირებული.
რაც შეეხება მადრიდელთა პოზიციას, „რეალი“ ამასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელის კატალონიელთა რიგებში გადასვლა „ბლანკოსის“ ღალატად და იმ ისტორიის წაშლად ჩაითვლება, რომელიც შემტევმა სანტიაგო ბერნაბეუზე წლების მანძილზე შექმნა.
- 26 იანვარი 2024
- 3 041
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.