მოურინიო ფეხბურთელებს არ ასვენებს
დღევანდელ ვარჯიშში პირველი გუნდის მხოლოდ შვიდმა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო 13 მოთამაშე პორტუგალიელმა დამრიგებელმა ახალგაზრდული გუნდიდან გადმოიყვანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარჯიშზე მოურინიომ დამხმარედ, კასტილიას მწვრთნელი ალეხანდრო მენდესი დაიბარა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი გუნდიდან მხოლოდ პეპემ, მარსელომ, დუდეკმა, პედრო ლეონმა, ადანმა, გრანერომ და მატეოსმა ივარჯიშეს.
გუნდი სამ ჯგუფად დაიყო. ძირითადად ფეხბურთელები ბურთთან ერთად ირჯებოდნენ (კარის მიმარტულებით შორეული დარტყმები, ზუსტი გადაცემები და ბურთის წართმევა). ორმა ჯგუფმა ერთმანეთში ფეხბურთი ითამაშეს (9 - 9-ზე). მესამე გუნდი კი კუთხურების და ფლანგიდან შეტევის გამწვავებაში ვარჯიშობდა.
მარსელოს შეკრების ადრე დატოვება მოუწია, რადგან იგი ტკივილებს გრძნობდა მარცხენა ფეხის არეში. სავარაუდოდ მას კოჭი აქვს დაზიანებული.
მადრიდის "რეალი" ხვალ 10:00 საათზე კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს.
- 3 სექტემბერი 2010
- 1 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.