1 ნაბიჯი და ვიქტორ ოსიმენი „რეალში“ ითამაშებს
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, წინახაზელი გუშინ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.
„სეზონის ბოლომდე ნეაპოლიტანურ გუნდზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ზაფხულში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს“-სწორედ ეს განცხადება გააკეთა ოსიმენმა.
ესპანური გამოცემების ცნობით, ვიქტორის ოცნება პრემიერლიგაში თამაშია, მაგრამ თუ ფლორენტინო პერესისგან წინადადებას მიიღებს, „რეალში“ თამაშზე დაუფიქრებლად დათანხმდება.
სულ რაღაც 1 ნაბიჯია საჭირო იმისთვის, რომ ოსიმენი მადრიდისტა გახდეს. ამ შემთხვევაში „რეალმა“ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა - 130 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
- 24 იანვარი 2024
- 7 224
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.