ისკო:„მან ჩემ მადრიდულ კარიერას ბოლო მოუღო“
ისკო ალარკონმა მადრიდის „რეალში“ გატარებული წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ სანტიაგო სოლარის მმართველობის დროს მენტალურად დაეცა...
„მადრიდში არაერთი ბედნიერი წელი გავატარე, ბერნაბეუზე თამაში დიდი მოტივაცია იყო და ყოველთვის კარგად მახსენდება სეზონები, სადაც უამრავ წარმატებას მივაღწიეთ.“
„სოლარის მმართველობა? მაშინ ჩემი შანსი ნულოვანი იყო, დავეცი როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით.“
„თავი მსხვერპლი მეგონა, თუმცა არ ვიყავი. საბოლოო ჯამში იმ მომენტში ჩემი მადრიდული კარიერა დასრულდა, სოლარის მმართველობამ კარიერას ბოლო მოუღო და მივხვდი, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა.“
„ხელახალი დაბადება „ბეტისში“? ალბათ ამას ბევრი არ ელოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ პელეგრინისთან მუშაობა ნაყოფიერი იქნება, ჩემი მიზნები ახლაც შორსმჭვრეტელია.“
- 24 იანვარი 2024
- 2 933
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.