მილიტაო:„„რეალში“ 10 წელი თამაშობენ, წასვლა კი არავის სურს“
ედერ მილიტაომ „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო საკითხები მიმოიხილა...
„უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე ბედნიერია. მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, რაც ძალიან სასიამოვნოა.“
„პირველივე დღიდან მივხვდი, რომ განსაკუთრებულ კლუბში მოვხვდი. აქ ყოფნა 14 თასის გარემოცვაში, ფლორენტინო პერესთან ერთად მართლაც დიდი პატივია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია დიდ მოტივაციას მაძლევს, ჩვენ ისტორიის წერა უნდა გავაგრძელოთ.“
„ფეხბურთელისთვის მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კი მე არ მაკლია. დიდი მადლობა პრეზიდენტს და გუნდის მმართველებს იმისთვის, რომ ასეთ რთულ მომენტში ჩემს გვერდით იყვნენ. აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი. ყველა დღეს მაქსიმალურად ვიყენებ და ვცდილობ, ექიმების რეკომენდაციები სრულფასოვნად გავითვალისწინო.“
„ამაღელვებელი მომენტი? ალბათ ვინისიუსის გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რამაც საბოლოო ჯამში ოქროს მედლები მოგვიტანა, ჩვენ ამაზე ვოცნებობდი და ინტრიგებით სავსე სეზონი წარმატებით დავასრულეთ.“
„როგორც ადამიანი ძალიან შევიცვალე, ეს შეიძლება ითქვას როგორც მენტალობაზე, ასევე ფიზიკურ კონდიციებზე. მადრიდის „რეალი“ სულ სხვა განზომილებაა, აქ დიდი გამოწვევები უნდა დაძლიო.“
„„ბლანკოსის“ გასახდელში შემოდიან კეთილი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ. აქ არ არსებობს არანაირი დაპირისპირება და სრული იდილიაა.“
„„რეალში“ თამაშობენ ფეხბურთლები, რომლებიც 8, 10, 12 და კიდევ უფრო მეტი წელია აქ არიან. რატომ? იმიტომ, რომ აქედან წასვლა არავის სურს.“
„ახალ ბერნაბეუზე თამაშს მოუთმენლად ველი. მატჩებს ვესწრები და ვგრძობ ფანების დიდ მხარდაჭერას. მიხარია, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულდა და ბერნაბეუზე ჩატარებული ყველა დაპირისპირება დიდი ზეიმია.“
„ფლორენტინო პერესმა „რეალში“ დიდი ეპოქა შექმნა, მას მთელი მსოფლიო იცნობს. პრივილეგირებული ადამიანი ვარ, რომ მასთან პირისპირ შეხვედრის შანსი კიდევ ერთხელ მომეცა.“
„ჩვენ წარმატებას ერთად მივაღწევთ, ჰალა მადრიდ!“
- 24 იანვარი 2024
- 659
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.