ედერ მილიტაო მარტის ბოლოს დაბრუნდება
ესპანური გამოცემების ცნობით, ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ედერ მილიტაო მოედანს მარტის ბოლოს დაუბრუნდება...
ბრაზილიელი ფეხბურთელი ბურთთან ერთად ვარჯიშს ინტენსიურად იწყებს და ეტაპობრივად უბრუნდება კონდიციას, რომელიც მოედანზე გასვლის გზაზე დააყენებს.
ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ მარტის დასაწყისში მილიტაო გუნდთან ერთად სრულფასოვანი დატვირთვის მიღებას დაიწყებს, ხოლო მარტის ბოლოს მოედანზე გამოჩნდება.
გამოდის, რომ „ბლანკოსის“ პრობლემები დაცვაში 2 თვეში მოგვარდება, იქამდე კი ანჩელოტიმ არსებული რესურსით მაქსიმუმი უნდა შეძლოს.
- 22 იანვარი 2024
- 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.