ფრან გარსია:„ბერნაბეუზე თამაში სულ სხვა ეფექტია“
ფრან გარსიამ „ალმერიასთან“ ეფექტური „ქამბექის“ შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში სულ სხვა ეფექტია. ამ არენას არაერთი „ქამბექი“ ახსოვს, დღევანდელი საღამო კი ქომაგებს აუცილებლად დაამახსოვრდებათ, სადაც „რეალმა“ ბოლომდე იბრძოლა, არ გატყდა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“
„პირველ ტაიმში უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მეორე ნახევარში „ბლანკოსი“ აბსოლუტური დომინაციით გამოირჩეოდა, რაც ანგარიშშიც გარდაისახა.“
„უნდა გვქონდეს სერია, რომელიც გამარჯვებებით იქნება დახუნძლული. გუნდს აქვს მუხტი, რომელიც რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ.“
„ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში მატჩის სურათის შეცვლა შეიძლებოდა, სწორედ ამიტომ არ დავნებდით და ცვლილებებმაც გაამართლა. მადრიდული გრანდის ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იბრძვის და ბოძებულ შანსს იყენებს.“
„ჩვენ ახლა კარგად უნდა დავისვენოთ და სრული ყურადღება „ლას პალმასთან“ დაპირისპირებაზე გადავიტანოთ. მთელი კვირა გვექნება მოსამზადებლად, სწორედ ამიტომ, დროის მენეჯმენტი სწორად უნდა წარვმართოთ.“
- 21 იანვარი 2024
- 471
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.