ვალდანო:„„რეალმა“ კარგად უნდა დაისვენოს“
ხორხე ვალდანო „რეალისა“ და „ალმერიას“ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„ეს მართლაც დრამატული მატჩი იყო, სადაც „რეალმა“ ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. კარვახალი ძალიან დაღლილი გახლდათ, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც გოლის გატანის წერტილი გაჩნდა.“
„„რეალის“ ფეხბურთელებმა კარგად უნდა დაისვენონ, მათ ახლა ამის საშუალება ნამდვილად მიეცემათ. ანჩელოტის გუნდი ფაქტობრივად 48-55 საათში ერთხელ თამაშობდა, ეს კი უმძიმესია.“
„„ლას პალმასის“ სახით სამეფო კლუბს რთული მეტოქე ეყოლება, მაგრამ გუნდს მთელი კვირა აქვს კარგად მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი ფეხბურთელებს დასვენებას გამოუწერს.“
- 21 იანვარი 2024
- 494
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.