ანჩელოტი:„პირველი ტაიმი საშინელება იყო, მეორე კი ძალიან კარგი“
კარლო ანჩელოტიმ „ალმერიასთან“ დრამატული დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„როგორც ჩანს, სიტუაცია სწორად ვერ გავაანალიზე და არასწორი სასტარტო შემადგენლობა შევარჩიე. გუნდი ამ მატჩსაც დაღლილი შეხვდა, სწორედ ამიტომ პირველი ტაიმის შემდეგ ცვლილებებს მივმართე, რათა კოლექტივისთვის მეტი ენერგია მიმეცა.“
„ახლა ამოსუნთქვის დროა. ლა ლიგის მომდევნო ტურამდე თითქმის ერთი კვირაა დარჩენილი, შესაბამისად, ფეხბურთელები დაისვენბენ და კონცენტრაციას უკეთესად მოახდენენ.“
„სებალიოსის და კამავინგას მოედნაზე შესვლამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ენერგია მოგვცა და შეტევებს ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებდით.“
„პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ, არ მახსენდება არცერთი პოზიტიური მომენტი, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ნახევარზე. 45 წუთის გასვლის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გამარჯვება შეგვეძლო და ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. როგორც ჩანს ჩემი სიტყვები გადამწყვეტი აღმოჩნდა.“
„მეკარეების როტაცია? ეს არ არის ჩემი სტილი. კასილიასის და დიეგო ლოპესის შემთხვევაში ნამდვილად მივმართე ამ ხერხს, ასე ხდება ამ სეზონშიც, თუმცა ეს მართლაც არ არის ჩემი სტილი.“
„მსაჯის გადაწყვეტილებები? ყველა შემთხვევაში ყველაფერი სწორი იყო. პენალტის არდანიშვნა შეცდომები იქნებოდა. ვინისიუსი? მას ხელით არ გაუტანია, რაც ვიდეოგამეორაბაზეც კარგად გამოცნდა. რა იყო აქ საპრობლემო? ნამდვილად მესმის გარიტანოს ემოციების, რადგან მისმა გუნდმა დიდი უპირატესობა გაანიავა, თუმცა მოდით ყველაფერს ცივი გონებით შევხედოთ, მე მას მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ ვიდეოჩანაწერი კარგად გაარჩიოს.“
„ლა ლიგაში კონკურენცია გრძელდება. „ალმერიამ“ წინა ტურში „ჟირონას“ ქულები დააკარგინა, რაც ჩვენთვის კარგი სიურპრიზი იყო. თუ პირველობა გვსურს, ამისთვის სტაბილური თამაში და მატჩების სერიულად მოგებაა საჭირო. დღევანდელი სამი ქულა მართლაც უმნიშვნელოვანესი გახლდათ.“
- 21 იანვარი 2024
- 2 296
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.