კარვახალი:„„ლა კოპა“ ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ“
დანი კარვახალმა განვლილი დერბი შეაფასა.
„ვულოცავ მეტოქეს, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, ჩვენზე მეტი გოლის გატანა შეძლეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. გუნდი გადაღლილი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეგვეძლო. ხანგრძლივი ფრენებისა და მომქანცველი მატჩების ჩატარების შემდეგ, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ ოპტიმალურ ფორმაში ვერ ვესტუმრეთ, თუმცა ბრძოლა გრძელდება და აქცენტს სხვა ტურნირებზე გავაკეთებთ.“
„ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილები და ნათელ მხარეს ვიყუროთ. „ლა კოპა“ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ეს არაერთხელ გვითქვამს, თუმცა რას ვიზამთ, მოცემულობას უნდა შევეგუოთ და სხვა ტურნირებზე მეტი კონცენტრაციით ვიასპარეზოთ.“
„„ატლეტიკოსთან“ ორივე გასვლითი მატჩი წავაგეთ, რაც სამწუხაროა. სიმეონეს გუნდს მალე ლა ლიგაში კვლავ დავუპირისპირდებით და იმედი მაქვს, გამარჯვებას მივაღწევთ.“
- 19 იანვარი 2024
- 444
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.