ანჩელოტი ვინისიუსს ცალკე ესაუბრა
კარლო ანჩელოტიმ მადრიდული დერბის დასრულების შემდეგ ვინისიუს ჟუნიორთან ცალკე ისაუბრა...
იტალიელ სპეციალისტს ძალიან არ მოეწონა საქციელები, რომელიც ვინისიუსს „მეტროპოლიტანო“ ჰქონდა, როგორც „ატლეტიკოს“ აგრესიული ქომაგების, ასევე დიეგო სიმეონეს მიმართ.
კარლიტომ ბრაზილიელს აუხსნა, რომ სიმეონე დიდ ავტორიტეტს ფლობს და მასთან დაპირისპირება ფეხბურთელის იმიჯზე კარგად არ იმოქმედებს.
„დაასრულეს ეს საქციელი, მესმის რომ შენზე დიდ ზეწოლას ახდენენ, თუმცა მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე კონცენტრირდი, ეს ყველაფერი არ არის საჭირო შენი კარიერისთვის“-სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ანჩელოტიმ „ბლანკოსის“ შემტევს.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენცია ანჩელოტიმ ვინისთან დაკავშირებით მოკლედ ისაუბრა, თუმცა გუნდში ამ საკითხს ფართოდ გაშლიან.
- 19 იანვარი 2024
- 4 549
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.