„რეალს“ ლუნინის გაშვება არ სურს, ანდრეის სხვა პოზიცია აქვს
ის, რომ სეზონის ბოლოს კეპა არიზაბალაგა მადრიდის „რეალს“ დატოვებს გადაწყვეტილია, თუმცა ანდრეი ლუნინის შესახებ არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება.
არსებული ცნობით, უკრაინელ კიპერს გუნდიდან წასვლა და ისეთ კოლექტივში თამაში სურს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება, „რეალი“ კი მას დარჩენას და კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა ამასთანავე ადასტურებს, რომ ტიბო კურტუას დაბრუნების შემდეგ, პირველი მეკარის სტატუსს კვლავ ბელგიელი მოირგებს.
ანდრეის გერმანიიდან და იტალიიდან უკვე აქვს შემოთავაზებები. მისმა წლევანდელმა გამოსვლამ არაერთი გუნდის ინტერესი გამოიწვია. ფაქტია, რომ ლუნინი ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს და არიზაბალგაც გადასვა სათადარიგო სკამზე.
- 17 იანვარი 2024
- 1 413
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.