L´Equipe - პერესი ბექჰემის სცენარს იმეორებს!
ფრანგული L´Equipe იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი კილიან მბაპეს ტრანსფერით შეპყრობილია და მოჩვენებითი სიმშვიდე, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოებას აჩვენებს რეალური არ არის...
პერესი ხვდება, რომ მბაპეს ტრანსფერი, როგორც გუნდის რესურსს, ასევე „რეალის“ მარკეტინგულ შესაძლებლობებს გაზრდის. L´Equipe-ს მაგალითად მოჰყავს დევიდ ბექჰემის ტრანსფერი, რომელმაც არამხოლოდ „რეალის“ შემადგენლობა გააძლიერა, არამედ 45%-ით გაზარდა შემოსავლები, რომელიც „ბლანკოსის“ მარკეტინგულ აქტივობებს უკავშირდებოდა.
L´Equipe-ს ცნობით, პერესი შესაძლოა მბაპეს ზუსტად ისეთ ფარულ მოლაპარაკებებშია, როგორშიც ბექჰემთან იყო, თუმცა ბოლო წუთამდე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.
რეალურად ბექჰემის „ბლანკოსში“ გადასვლა ოფიციალურ განცხადებამდე 3 თვით ადრე გადაწყდა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი მოგვიანებით გაიგო.
- 17 იანვარი 2024
- 1 744
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.