ლენი იოროსთვის ბრძოლაში „პსჟ“ ერთვება
ლენი იორო მადრიდის „რეალის“ რადარზეა. ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ცენტრალური მცველის დამატებით კარლო ანჩელოტი ინტერესდებოდა, მაგრამ ახლა ამოცანა რთულდება...
საქმეში ნასერ ალ ჰელაიფი ჩაერთო, რომელსაც ახალგაზრდა პერსპექტიული მცველი ძალიან მოსწონს და მის მოხიბვლას მიმზიდველი პირობებით აპირებს.
მადრიდული გამოცემები ახლავე იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესი იოროს ნამდვილად ვერ შესთავაზებს იმ თანხას, რასაც ნასერი, მაგრამ თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს „რეალში“ თამაში ურჩევნია, თუ „პსჟ“-ში.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ალ ჰელაიფი მოვლენების დაჩქარებას და ყველაფრის დასრულებას იანვრის სატრანსფერო მარკეტის დასრულაბდე ითხოვს, „რეალის“ გეგმა კი იოროს დამატება ზაფხულში გახლდათ, თუმცა ახლა არავინ იცის, შეიცვლება თუ არა ფლორენტინოს გეგმები.
- 17 იანვარი 2024
- 594
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.