მოლაპარაკება დასრულდა - „რეალმა“ მბაპეს პასუხი მიიღო!
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპესა და ფლორენტინო პერესს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია...
„„რეალმა“ კილიანის პასუხი მიიღო. ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდელებს აუწყა, რომ „პსჟ“-სთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და მისი მიზანი ზაფხულში „რეალში“ გადასვლაა.
თავის მხრივ, „ბლანკოსი“ მოთამაშეს 130 მილიონ ევროს სატრანსფერო ბონუსის სახით გადაუხდის, დანარჩენი დეტალები კი ჯერ ცნობილი არ არის.
არაოფიციალური ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ოფიციალურად არცერთი მხარე არ განაცხადებს, მომავალში კი თავად მბაპე აუწყებს საზოგადოებას, რომ მისი პარიზული კარიერა სრულდება.
- 16 იანვარი 2024
- 19 521
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.