რობინიო: რეალის დატოვება დიდი შეცდომა იყო
სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რობინიომ მადრიდის "რეალზე" ისაუბრა. მისი თქმით "ბლანკოსის" დატოვება კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მან დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა მილანი უკვე ის გუნდია, რომელში თამაშიც მას მართლაც ძალიან სურდა...
"მანჩესტერ სიტიში გადასვლა დიდი შეცდომა იყო, მე ინგლისში სხვა გეგმებით წავედი, მაგრამ იქ გაცილებით უფრო სხვა სიტუაცია დამხვდა, მწვრთნელის ცვლილების შემდეგ კი ყველაფერი აირია. მე რეალი არ უნდა დამეტოვება, ამით უდიდესი შეცდომა დავუშვი."
"ახლა მილანში ვარ და იგივე შეცდომების გამეორებას არ ვაპირებ, მანჩესტერულ კლუბში აღარასდროს დავბრუნდები და ალბათ კარიერას სწორედ მილანში დავასრულებ, აქ ყველა კარგად დამხვდა და ჩემი იმედი აქვთ, ჩვენ წელს გაცილებით უფრო ამბიციურები ვიქნებით, რადგან შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა."
"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამეფო კლუბთან შეხვედრა მოგვიწევს, ეს იქნება უდიდესი მატჩი და დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას."
- 3 სექტემბერი 2010
- 2 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.