ანჩელოტი:,,დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, წელი საოცრად დაიწყო"
კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„სანამ თამაში დაიწყებოდა, ფლორენტინო პერესი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ გამარჯვებაში წარმუნებული იყო. პრეზიდენტის მხარდაჭერას და ამ სიტყვების მუხტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.“
„„ელ კლასიკოს“ დასრულების შემდეგ ფლორენტინო გასახდელში ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენში ეჭვი 1 წამითაც არ შეუტანია.“
„ვინისიუს ჟუნიორმა შესანიშნავად ითამაშა, მას არაუხოს სახით მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ მცველი აქცევდა ყურადღებას, მაგრამ ფაქტია, ბრაზილიელმა დაკისრებულ მოვალეობას გადაჭარბებით გაართვა თავი.“
„დაცვის ხაზმა ბრწყინვალედ ითამაშა, ჩვენ შეცდომებს ფაქტობრივად არ ვუშვებდით, რამაც საბოლოო ჯამში წარმატება განაპირობა.“
„აუცილებლად აღსანიშნავია ორელიან ჩუამენის ხარისხიანი თამაში, ის მცველებს დიდ დახმარებას უწევდა და მეტოქის არაერთი შეტევა გაანეიტრალა.“
„აგვიმაღლა თუ არა თავდაჯერება „ბარსელონას“ დამარცხებამ? არ ვიცი, ზუსტად პასუხის გაცემა არ შემიძლია. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა ისედაც გვაქვს, რადგან ვაფასებთ იმას, რაც სეზონის სტარტიდან დღემდე გავაკეთეთ.“
„მწვრთნელის დამსახურება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ფეხბურთელები არიან. შენ, როგორც გუნდის მესაჭე, უნდა მოერგო ფეხბურთელებს და მიიღო მათგან მაქსიმუმი.“
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვიჭერდნენ მხარს, ძალიან დიდი ემოციები მივიღეთ.“
„ლუნინი? ის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ დაპირისპირებაშიც სასტარტო შემადგენლობაში იქნება, კეპა კი თამაშსს ლა ლიგაში შეძლებს.“
„ვინისიუსი მოედნიდან გავიყვანე, რადგან ძალიან დაღლილი იყო. ტრავმის შემდეგ მან არნახულ დატვირთვებს გაუძლო. ბრაზილიელს პრობლემები არ ჰქონია, უბრალოდ რესურსი ამოწურა და გადავწყვიტე, რომ დამესვენებინა.“
„ლუკა მოდრიჩი შესანიშნავია და მან იცის, რამხელა პატივს ვცემ. როდესაც თერთმეტეულს ვირჩევ, ყოველთვის რჩება ფეხბურთელი, რომელიც გულდაწყვეტილია, თუმცა ლუკიტას შანსი მეორე ნახევარში მივეცი.“
„ალბათ ღრუბლებში ვარ და როდესაც გავიძღვიძებ ბედნიერი ვიქნები. ზინედინ ზიდანს გავუტოლდი, ეს პატივია, ვინაიდან ფრანგი ნამდვილი ლეგენდაა. „რეალთან“ ერთად მე-11 ტიტული მოვიგე, თუმცა მჯერა, რომ მთავარი წარმატებები კიდევ წინ არის.“
„2 თამაშში 9 გოლის გატანა შევძელით, ეს არ არის პატარა შედეგი, თანაც ისეთ გუნდებთან, როგორებიც „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან. მჯერა, რომ შეტევაში ფეხბურთელებს თავისუფლება მეტ რესურსს სძენთ.“
„ატმოსფერო, რომელიც გუნდშია შექმნილი, სიმშვიდეს საშუალებას მაძლევს, ფეხბურთელებს ერთმანეთი უყვართ და სწორედ ეს არის წარმატების გასაღები.“
- 15 იანვარი 2024
- 3 371
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.