პერესი:,,მე ბედნიერი ვარ, ლაპორტა მოწყენილი, ეს არის ფეხბურთი"
ფლორენტინო პერესმა „ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...
„დღეს ჩვენ ძალიან ბედნირები ვართ, რადგან გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც ნახევარფინალში, ასევე ფინალში. ვთვლი, რომ ჩვენს მეტოქეებს ლა ლიგის საუკეთესო გუნდები წარმოადგენდნენ, სწორედ ამიტომ ორმაგად ამაყი ვარ. რთული გზა გავიარეთ, მაგრამ ჩემპიონობაში დარწმუნებულები ვიყავით და ასეც მოხდა.“
„საუდის არაბეთში გუნდს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რაც ძალიან მახარებს. იმედი მაქვთ, მათ სიამოვნება მიიღეს, ჩვენ კი მადრიდში 2024 წლის პირველი თასით ვბრუნდებით და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.“
„ვინისიუსი მოედანზე ძალიან მოტივირებული გავიდა და პირველივე წუთებიდან ცდილობდა გოლის გატანას. დიახ, ბრაზილიელმა ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო, ეს საოცარი შედეგია.“
„მე მემკვიდრეობით მივიღე კლუბი, რომელიც შეჩვეული იყო გამარჯვებას, ამიტომ ვალდებული ვიყავი, რომ ფეხბურთელების მენტალობა შემენარჩუნებინა. დიახ, ამაყი ვარ, რომ საფეხბურთო და საკალათბურთო დონეზე ჯამში 59 ტიტულს მოვუყარე თავი, საფეხბურთო თვალსაზრისით კი რეკორდი მოვხსენი, ეს ჩემთვის დიდი პატივია.“
„ანჩელოტი და „რეალი“ ერთმანეთს კარგად ერწყმის, ის არის დახვეწილი სპეციალისტი, თანამედროვე ხედვებით და უდიდესი გამოცდილებით. მიხარია, რომ კარლო ჩვენთან მუშაობს.“
„ლაპორტასთან კარგი ინსტიტუციური ურთიერთობა მაქვს, ვიცი, რომ ის დიდ ძალისხმევას იჩენს „ბარსელონაში“ სიტუაციის შესაცვლელად. ის ახლა მოწყენილია, მე ბედნიერი, თუმცა სწორედ ეს არის საფეხბურთო კანონი. პრეზიდენტმა გამარჯვება მომილოცა და მითხრა, რომ სანახაობრივი მატჩი იყო.“
„მბაპე? ვფიქრობ, იმ ფეხბურთელებზე საუბრის დრო ახლა არ არის, ვინც ჩვენთან არ არიან. 2 მატჩში 9 გოლი გავიტანეთ, ამიტომ შეტევაში ყველაფერი კარგადაა.“
„ვერც მსაჯებზე საუბრის დროს ვხედავ, თუმცა რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ინსტიტუციის განვითარებას უკავშირდება.“
- 15 იანვარი 2024
- 2 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.