ბრაჰიმ დიასი:„ჩემი საქმეები „რეალში“ შესანიშნავად მიდის“
ბრაჰიმ დიასმა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გოლის გატანა შეძლო, რაც საბოლოო წერტილი გახლდათ...
„ჩემი საქმეები მადრიდის „რეალში“ შესანიშნავად მიდის და ბედნიერი ვარ. მთავარი მწვრთნელი შანსს მაძლევს და ყოველ ჯერზე მსურს გუნდს დავეხმარო. ვიცი, რომ სისწრაფის განვითარება შემიძლია, ობლაკი კი ბურთისგან შორს იყო. სწორედ ამიტომ ვიბრძოლე ბოლომდე და საბოლოო ჯამში გოლის გატანა შევძელი.“
„ფინალში გასვლა ემოციურია. ვოცნებობ, რომ 14 იანვარი მალე მოვიდეს და ესპანეთის სუპერთასი მოვიგოთ. ეს ტიტული ჩემთვის მნიშვნელოვანია.“
„მცველების საქმე რა თქმა უნდა, გუნდის დაცვა და კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, მაგრამ როდესაც ამასთან ერთად მათ გოლებიც გააქვთ, გუნდი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.“
- 11 იანვარი 2024
- 1 149
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.