ანჩელოტი:„ესპანეთის სუპერთასი უნდა მოვიგოთ“
კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ სექტემბრის მიწურულს „ატლეტიკოსთან“ წავაგეთ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი კომპონენტის გაუმჯობესება მოვახერხეთ. აქ იმიშთვის ვართ, რომ ფინალში გავიდეთ და სუპერთასი მოვიგოთ, სწორედ ამიტომ, დიეგო სიმეონეს გუნდის დამარცხება მოგვიწევს. გუნდი კარგად მოემზადა, დანარჩენს კი მომავალში ვიხილავთ.“
„კეპა თუ ლუნინი? მათგან ერთი ხვალ სასტარტოში იქნება, თუმცა საბოლოო არჩევანი არ გამიკეთებია და ახლა არ შემიძლია ამაზე საუბარი.“
„დარწმუნებული ვარ, „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ დაპირისპირებებით გულშემატკივრები დიდ სიამოვნებას მიიღებენ, მაგრამ მადრიდული დერბი ყოველთვის დიდ ენერგიას მოითხოვს. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით მოგვიწევს მოედანზე ყოფნა.“
„ვალვერდე სრულფასოვანი ფეხბურთელია, რომელსაც არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ფედე ხშირად გვინახავს გარემარბად, ჩამშლელ ნახევარმცველად, მარვენა ნახევარმცველად და ასე შემდეგ. ის ძალიან თავმდაბალია და ყოველთვის ბევრს შრომოს წარმატების მისაღწევად.“
„კამავინგა და ჩუამენი ჩემს განკარგულებაში არიან, ეს რესურსის დიდი ზრდაა.“
„კატალონიის „ბარსელონა“ ყოველთვის იქნება ჩვენი მეტოქე. ვინც ფიქრობს რომ ასე არ არის, ფეხბურთი არ ესმის.“
„მქონია თუ არა საუდის არაბეთიდან შემოთავაზება? ეს სიცრუეა, მათ დამივიწყეს (იცინის).“
„როგორც გითხარით, „ატლეტიკომ“ სექტემბერში დაგვამარცხა და ეს მეორედ არ უნდა მოხდეს.“
- 9 იანვარი 2024
- 1 466
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.