Marca - „რეალი“ „ოსასუნას“ 200 000 ევროს გადაუხდის
გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთის სუპერთასზე საუდის არაბეთში გამგზავრების ფარგლებში, „ოსასუნა“ ყველაზე ნაკლებ თანხას გამოიმუშავებს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „რეალს“, „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ თხოვნით მიმართა...
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ პამპლონურ კლუბს 200 000 ევროს გადაუხდის. იგივეს გაკეთებას აპირებს „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსასუნელები ნახევარ მილიონზე მეტს დამატებით მიიღებენ.
შეგახსენებთ, „რეალის“ სარგებელი ესპანეთის სუპერთასიდან ჯამში 6 მილიონ ევროს მიაღწევს.
- 9 იანვარი 2024
- 1 313
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.