ანჩელოტი:„„ბარსელონა“ ბრძოლიდან არ გათიშულა“
კარლო ანჩელოტიმ „არანდინასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„არდა გიულერი მოედანს დაუბრუნდა და დიდი მუხტი მიიღო. ეს არის უმთავრესი, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. მერწმუნეთ, თურქ ფეხბურთელს დიდი ხარისხი აქვს და ამას კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს, ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.“
„ბრაჰიმ დიასი პასების კომპონენტში მოიკოჭლებდა და პრობლემები ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა და ასევე ერთი გოლის შექმნა შეძლო. საბოლოო ჯამში მან პროდუქტიულად იასპარეზა.“
„ედუ კამავინგამ ზურგში დარტყმა მიიღო, მაგრამ ყველაფერი კარგად არის, მას პრობლემები არ ექნება.“
„ორელიან ჩუამენი ნახევარმცველია და მცველად უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს. ჩვენ დაგვიბრუნდა ნაჩო, ასევე გვყავს რუდიგერი, სწორედ ამიტომ , ესპანეთის სუპერთასზე პრობლემები არ გვექნება.“
„ფერლანი ბრუნდება, ის საუდის არაბეთში გუნდთან ერთად გაემგზავრება და თამაშსაც შეძლებს.“
„ლა ლიგაში ლიდერები ვართ, თუმცა „ჟირონას“, „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ სახით დიდი კონკურენტები გვყავს. დიახ, ჩავის გუნდს კრიტიკა დაატყდა თავს, თუმცა ამ გუნდს ყველა ტიტულის მოგება შეუძლია. „ბარსელონა“ ბრძოლაშია, ასე რომ სიფრთხილე გვმართებს.“
„ტიბო კურტუამ მწვანე მინდორზე ვარჯიში დაიწყო, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არავითარი სიჩქარე. ჩვენ ყველაფერს გეგმის მიხედვით წარვმართავთ, იგივეს თქმა შემიძლია ედერ მილიტაოზეც.“
„კეპასა და ლუნინს შორის არჩევანი ჯერ კიდევ არ გამიკეთებია. ვნახოთ, ვინ ითამაშებს სუპერთასზე.“
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო კარილიოს, ვინისიუს ტობიასის, ნიკო ფასის და მარიო მარტინის გამოსვლა. ახალგაზრდებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს.“
- 7 იანვარი 2024
- 1 440
- 4