ხოსელუ:„ჩვენ გვყავს დიდი ბრილიანტი, სახელად არდა გიულერი“
ხოსელუ მატომ „არანდინასთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განვლილი მატჩი შეაფასა...
„ჩვენ ყოველთვის დიდი სერიოზულობით ვეკიდებით ისეთ გუნდებთან ასპარეზობას, რომლებიც ქვედა დივიზიონებში თამაშობენ, რადგან მათი მოტივაცია გაორმაგებულია. დღესაც ვიხილეთ, რომ ძალიან დიდი ბრძოლა შედგა, თუმცა დამსახურებულად გავიმარჯვეთ და მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, რამაც ძალიან გაგვაბედნიერა.“
„როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მივედი, ვიცოდი, რომ გოლს გავიტანდი. მოედანი მეტისმეტად რბილი იყო და სირბილი ჭირდა, იგივეს თქმა შეიძლება სტანდარტულის შესრულებაზეც.“
„მე არ ვარ პენალტის მთავარი შემსრულებელი, ეს როლი გუნდში რამდენიმე მოთამაშეს აქვს განაწილებული.“
„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ბრილიანტს, რომელიც არდა გიულერის სახით გვყავს. მას უდიდესი ხარისხი აქვს და „რეალთან“ ერთად პირველი დაპირისპირება ჩაატარა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მარტივი არ არის, თუმცა თურქმა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რა დონის ფეხბურთის ჩვენება შეუძლია, ის ძალიან ჭკვიანი ფიგურაა.“
„პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს მეტი ენერგია ჰქონდა, მაგრამ მეორეში ასე ვერ გაგრძელდებოდა. ჩვენ ზეწოლა გავზარდეთ, მათ კი ენერგია აღარ ჰქონდათ.“
- 7 იანვარი 2024
- 1 092
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.