არდა გიულერს გერმანული კლუბები ეპატიჟებიან
რამდენიმე გერმანული კლუბი მზად არის, არდა გიულერი 1 წლიანი იჯარით აიყვანოს...
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსს“ თურქი ფეხბურთელის გაშვება არ სურს და ყველას ეუბნება, რომ არდა გუნდის ნაწილია და ადაპტაცია ბერნაბეუზე უნდა გაიაროს.
გიულერი დღეს „არანდინას“ წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს და მადრიდისტებს პირველად შეეძლებათ მისი ასპარეზობის ნახვა.
რაც შეეხება მსურველ კლუბებს, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კონკრეტიკა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა არდას დამატება ბუნდესლიგის რამდენიმე საკმაოდ კარგ კლუბს სურს.
- 6 იანვარი 2024
- 913
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.