მილიარდზე მეტი - ახალი კონტრაქტი მბაპეს, „პსჟ“ უკან არ იხევს!
გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპეს „პსჟ“-ს არანორმალურად მიმზიდველ კონტრაქტს სთავაზობს. მსგავსი შეთავაზებებით თვით საუდის არაბეთის გუნდებიც კი არ გამოირჩევიან...
ახალი 6 წლიანი კონტრაქტის ფარგლებში, მბაპეს ჯამური შემოსავალი მილიარდ ევროს გადააჭარბებს, კონკრეტულად კი 1.2 მილიარდი იქნება.
წლიურად 200 მილიონი, სწორედ ეს არის „პსჟ“-ს შეთავაზება, რომელსაც უარის თქმა რა თქმა უნდა, ურთულესი იქნება.
„პსჟ“ 6 წელიწადში 1.2 მილიარდს იხდის, „რეალი“ კი სატრანსფერო ბონუსის სახით 130 მილიონს, ხოლო შემდეგ 162 მილიონს, რაც წლიურად 27 მილიონია.
- 5 იანვარი 2024
- 4 183
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.