„რეალის“ მეორე ოფიციალური მიმართვა კილიან მბაპეს!
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალს“ მოსაფიქრებელი ვადის გახანგრძლივება სთხოვა...
სამეფო კლუბი პოზიციას არ ცვლის. ფრანგი ფეხბურთელისთვის არსებული შეთავაზება ძალაში 17 იანვრამდეა, სწორედ ამიტომ მოთამაშემ გადაწყვეტილება მომდევნო 12 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.
პერესი არ შევა თამაშში, რასაც კილიანი სამეფო კლუბს სთავაზობს, სწორედ ამიტომ საგა დიდხანს არ გაგრძელდება.
თავად მბაპემ გუშინ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს, თუმცა 2 კვირიანი ვადა მას ძალიან მცირედ მიაჩნია.
„რეალმა“ „პსჟ“-ს წინახაზელს ოფიციალური მიმართვა მეორედ გაუგზავნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირობა არ იცვლება.
- 5 იანვარი 2024
- 3 394
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.