მაურინიო: "ჩემი მადრიდის "რეალი" მოსაგებად ყოველთვის გარისკავს"
"კრისტიანოს პასუხისმგებლობის გრძნობა იძულებულს ხდის მას ყოველთვის მოგებაზე იფიქროს "
ჟოზე მაურინიომ AS-თან ინტერვიუში ისაუბრა "ბარსელონას" მოგების გასაღებზე.
"ბარსელონას ნეიტრალიზება შეიძლება შენი საკუთარი სტილის შექმნით. მათ დასამარცხებლად შიშის გრძნობა არ უნდა გაგაჩნდეს და უნდა იბრძოლო მოედნის ცენტრისთვის."
"ჩემი მადრიდის "რეალი" შეეცდება ყოველი თამაშის მოგებას და ყოველთვის გარისკავს. არავინ არ უნდა დაეჭვდეს ამაში. ჩემს მადრიდის "რეალს" წაგების არასოდეს უნდა შეეშინდეს."
"ჩემმა "ჩელსიმ" უფრო მეტი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის ისტორიაში ვიდრე სხვა გუნდმა წინაწლამდე, რამაც "ჩელსის" საკუთარი რეკორდი მოახსნევინა. ჩვენ ასევე ზედიზედ მოვიგეთ უფრო მეტი თამაში ვიდრე სხვამ."
"კრისტიანო რონალდოს ფეხბურთი ბრიტანეთში ჩამოყალიბდა. ის პატივს სცემს სამართლიან თამაშს. მას არაფერი აქვს ჩემთვის დასამტკიცებელი თამაშის დროს, რადგან ის მაჩვენებს ვარჯიშების დროს ვალდებებასზე თუ რა შეუძლია. მეტი ან ნაკლები გოლი არასოდეს დამაეჭვებს მის ხარისხში რადგან ეს უდავოა. შეიძლება რონალდო აღელვებულად გამოიყურება, მაგრამ ვხედავ, რომ ის მთელი სულით ატარებს ყოველ მატჩს."
"რაული არის მადრიდის "რეალის" სიმბოლო და ცოცხალი ისტორია. მჯერა, რომ როდესღაც ის დაბრუნდება კლუბში."
წყარო: realmadrid.com
- 2 სექტემბერი 2010
- 1 605
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.