კილიან მბაპემ „რეალი“ გადაწყვიტა!
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპემ „რეალი“ გადაწყვიტა და ამის შესახებ ოჯახის წევრებსაც აცნობა...
არსებული ცნობით, კილიანმა ვილფრედ მბაპეს და ფაიზა ლამარის აცნობა, რომ „რეალი“ მისი ოცნებაა, რომელიც ახლა უნდა ახდეს.
ამასთანავე მბაპემ არ დამალა გულისწყვეტა იმის შესახებ, რომ „პსჟ“-მ საერთოდ არ მოიკითხა კილიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია.
2022 წელს ფრანგი ჯერ კიდევ მერყეობდა, მაგრამ 2024 წელს მისი გადაწყვეტილება მკაფიოა, რადგან იცის, რომ ეს ბოლო შანსია და ფლორენტინო პერესი მისკენ აღარ მიტრიალდება.
მაღალი ალბათობით, შეთანხმების შესახებ განცხადება ზაფხულამდე არ გაკეთდება, რათა კლუბებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო არ დაიძაბოს.
- 4 იანვარი 2024
- 5 473
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.