რუდიგერი:„მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე“
ანტონიო რუდიგერმა „მალიორკას“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ეს იყო ძალიან ჩაკეტილი მატჩი. „რეალი“ 90 წუთის მანძილზე ცდილობდა სივრცეების პოვნას და გოლების გატანას, მაგრამ ურთულესი ამოცანის წინაშე ვიდექით. მიხარია, რომ კუთხური გამოვიყენე და მეტოქის კარში გოლი გავიტანე.“
„მადლობა კარვახალს, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და სივრცე გამითავისუფლა. ასევე შესანიშნავი გადაცემა გააკეთა ლუკა მოდრიჩმა.“
„საკუთარი ფორმით კმაყოფილი ვარ. დიდ დატვირთვებს ვიღებ, მაგრამ არნაირი პრობლემა არ მაქვს და მზად ვარ, გუნდს ყველგან და ყოველთვის დავეხმარო.“
„პირველი წრე 48 ქულით დავასრულეთ, ეს ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. აქ გაჩერება არ შეიძლება, ჩვენ ჩემპიონები უნდა გავხდეთ.“
- 4 იანვარი 2024
- 517
- 4