„რეალმა“ „მალიორკასთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს...
გუნდი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა „ვალდებებასზე“ და ბოლო დარიგებები მიიღო.
ტიბო კურტუას, ედერ მილიტაოს, დავიდ ალაბას და ფერლან მენდის გარდა, კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იყო.
„რეალი“ „მალიორკასთან“ დაპირისპირებას ოპტიმალურთან მიახლოვებული შემადგენლობით ჩაატარებს.
დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებს, ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
შეგახსენებთ, „რეალისა“ და „მალიორკას“ პაექრობა ხვალ, 3 იანვარს, თბილისის დროით 22:15 საათზე აიღებს სტარტს.
- 2 იანვარი 2024
- 930
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.