AS - დასახელდა თარიღი, როდესაც მბაპემ ოფიციალური პასუხი უნდა თქვას!
მადრიდული „ას“-ის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს მოსაფიქრებლად ოფიციალური თარიღი განუსაზღვრა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ 17 იანვარს გვეცოდინება, რა გადაწყვიტა ფრანგმა მოთამაშემ.
რამდენიმე გამოცემის ცნობით, გარიგების საჯაროობა ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მადრიდში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ინფორმაცია გაჟონავს.
მბაპეს 2024 წელს უდიდესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ან 17 იანვრამდე, ან არასდროს. სწორედ ეს არის „ბლანკოსის“ წინადადება, რომელთან დაკავშირებითაც ფრანგმა პასუხი უნდა თქვა.ს
„რეალში“ მიიჩნევენ, რომ ახლა თამაშის დრო არ არის. თუ კილიანს ბერნაბეუზე თამაში სურს, მოსაფიქრებელი დროც არ უნდა სჭირდებოდეს, ხოლო თუ „პსჟ“-ში დარჩენა და თანხებით სპეკულირება აქვს გადაწყვეტილი, ფლორენტინო პერესი ამ თამაშში არ შევა.
- 2 იანვარი 2024
- 2 435
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.