„რეალმა“ წლის პირველი ვარჯიში გამართა
„რეალის“ ფეხბურთელებმა 2024 წლის პირველი ვარჯიში წარმატებით დაასრულეს.
გუნდი საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და „მალიორკასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება განაგრძო.
აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს და პრესინგს.
ფერლან მენდი გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს, ის ლა ლიგის მომდევნო ტურში ხელმისაწვდომი არ იქნება.
რაც შეეხება კურტუას, ალაბას და მილიტაოს, ტრავმირებულების ხანგრძლივი აღდგენითი კურსი კვლავ გრძელდება.
- 1 იანვარი 2024
- 226
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.