მოდრიჩი ანჩელოტის გეგმებში კვლავ არის
მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მოდრიჩის და კარლო ანჩელოტის ურთიერთობა სექტემბრის თვეში საუკეთესო არ იყო, ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდა.
ლუკიტა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც იტალიელ სპეციალისტს ახალი კონტრაქტის გაფორმება მიულოცა. მოდრიჩი ბედნიერია იმით, რომ კარლიტო გუნდში რჩება.
თავის მხრივ, ანჩელოტი ხორვატ ფეხბურთელთან საუბარს გეგმავს, ვინაიდან სურს, რომ ნახევარმცველი მომდევნო სეზონშიც მის განკარგულებაში იყოს.
კარლო ოქროს ბურთის 2018 წლის გამარჯვებულს საკუთარ ხედვას გააცნობს და ეტყვის, დაახლოებით რა დროს გაატარებს მოთამაშე მწვანე მინდორზე.
- 31 დეკემბერი 2023
- 752
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.