პერესი ფულს არ გაფლანგავს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი 2024 წელს გუნდის მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს, მაგრამ გუნდი ფულს არ გაფლანგავს.
უმთავრესი მიზანი რა თქმა უნდა, კილიან მბაპეს ტრანსფერია, გარდა ამისა, „მერენგები“ იმუშავებენ ალფონსო დეივისის ტრანსფერზეც.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ზაფხულში „რეალი“ მაქსიმუმ 4 ფეხბურთელს დაიმატებს და გუნდს იმ წერტილებში გააძლიერებს, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო.
„ბლანკოსში“ მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდების მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი არსებობს, სწორედ ამიტომ, გუნდმა მათ განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
- 31 დეკემბერი 2023
- 1 279
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.