ანჩელოტი:„„რეალის“ ყველაზე დიდი ქომაგი ფლორენტინო პერესია“
კარლო ანჩელოტიმ 2023 წლის ბოლო ინტერვიუ ჩაწერა.
„დღეს ძალიან ბედნიერი დღეა, რადგან ვარჯიში ფანებთან ერთად წარიმართა. მიხარია, რომ „რეალში“ ვრჩები და გრძელვადიან პერსპექტივაზეც შემიძლია ფიქრი. ეს დღე ნამდვილად უნდა მოინიშნოს ბედნიერი დღეების კალენდარში.“
„ჩვენ ვმუშაობთ ოჯახურ გარემოში. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა სიამოვნებას იღებს. დიახ, ფლორენტინო პერესის როლი ასეთი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში უპირობოა.“
„ფლორენტინო „რეალის“ პირველი გულშემატკივარია, ის ბავშობიდან ამ კლუბს გულშემატკივრობდა და ათწლეულების მანძილზე ცდილობდა კლუბისთვის სასარგებლო საქმეების კეთებას. ღვაწლი, რომელიც პერესმა „ბლანკოსის“ განვითარებაში შეიტანა უდიდესია.“
„ამ კლუბს უკვე აქვს ფასდაუდებელი წარსული, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ წარმატებულ აწმყოსა და მომავალზე. არაერთი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც დიდ პერსპექტივას ფლობს.“
„ჩემპიონთა ლიგის მოგება 4-ჯერ მოვახერხე, 2-ჯერ „რეალში“ და 2-ჯერ „მილანში“, თუმცა მხოლოდ მეხუთეზე ვფიქრობ. მე პროფესიონალი ვარ და წინ ვიყურები.“
„როდესაც ახალი ბერნაბეუ ოფიციალურად გაიხსნება, მე მთავარი მწვრთნელის სავარძელზე ვიჯდები. ეს არის ისტორია, რომელიც იწერება. დიდი მადლობა პერესს ასეთი შანსისთვის.“
„„რეალის“ გულშემატკივრებს 2024 წელს დიდ სიხარულს, ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასაბედნიერებლად.“
„დაუვიწყარი მომენტები? ასეთი ბევრია. არასდროს დამავიწყდება სერხიოს გოლი „ატლეტიკოსთან“, ბეილის გოლი ლა კოპას ფინალში, ასევე „პსჟ“-სთან და „სიტისთან“ დაფიქსირებული ანგარიშები და ნამდვილი დრამა.“
„რა განსხვავებაა დღევანდელ და 2013 წლის ანჩელოტის შორის? რა თქმა უნდა, გამოცდილება. ვფიქრობ, მიდგომები არ შემიცვლია, მაგრამ გამოცდილებამ უფრო ძლიერი გამხადა.“
- 30 დეკემბერი 2023
- 1 312
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.