ფიზიკური ვარჯიშები
7 დარჩენილი მოთამაშე კასტილიას შეუერთდა
ჟოზე მაურინიოს არყოფნაში, ვარჯიშს გაუძღვნენ კასტილიის მწვრთნელი ალეხანდრო მენენდეზი და პირველი გუნდის ასისტენტი მწვრთნელი აიტორ კარანკა. პირველი გუნდის დარჩენილი 7 მოთამაშე კასტილიას შეუერთდა.
ყოფილი კასტილიის მოთამაშე დავიდ მატეოსი, უკვე პირველ გუნდში ირიცხება. მარსელოც იმყოფებოდა ვარჯიშზე; ის არის ერთადერთი საერთაშირისო, რომელიც გამოძახებულია ეროვნულ გუნდში, მაგრამ მაინც ვარჯიშობს მადრიდის "რეალთან" ერთად ამ კვირაში. ბრაზილია ვარჯიშს დღეს დაიწყებს ბარსელონაში და ჩრდილოეთ ქალაქში 8 სექტემბრამდე დარჩება.
დღეს დილას ვარჯიში უფრო ინტენსიური იყო, ფიზიკური ვარჯიშები გაერთიანებული იყო ბურთზე ვარჯიშებთან. მოთამაშეები ვარჯიშობდნენ ზეწოლაზე, პასებზე, დაცვის ორგანიზებაზე და ბურთის სწრაფად გადაადგილებაზე. შემდეგ მათ რამოდენიმე პრაქტიკული მატჩი ჩაატარეს.
წყარო: realmadrid.com
- 2 სექტემბერი 2010
- 2 058
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.