მოდრიჩი „რეალში“ კიდევ 1 წლით დარჩება, თუ...
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩს შეუძლია მადრიდის „რეალში“ კიდევ 1 წლით დარჩეს. კლუბს ხორვატი ფეხბურთელის დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ თავად ფეხბურთელს კომპრომისზე წასვლა მოუწევს...
ლუკიტას მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშზე პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს. „რეალში“ მიიჩნევენ, რომ ახლა მომავალი თაობის დროა, თუმცა მოდრიჩი ღრმა სათადარიგოს ფეხბურთელი რა თქმა უნდა არ იქნება.
მადრიდელებსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები მაისის თვეში დაიწყება, პოზიციების შეჯერების შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
- 26 დეკემბერი 2023
- 1 378
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.